ვასკესი ხშირად დაიტვირთება
ლუკას ვასკესი კარლო ანჩელოტის ნდობით აღჭურვილი ფეხბურთელი იქნება. „ბლანკოსს“ ურთულესი კალენდარი აქვს, ამიტომ როტაცია გარდაუვალია...
იტალიელის გეგმის მიხედვით, ვასკესი ჩაანაცვლებს, როგორც დანი კარვახალს, ასევე ძალებს მოსინჯავს მარჯვენა გარემარბად. ანჩელოტის აზრით, კარვახალის ყველა მატჩში 90 წუთით გამოყენება არ შეიძლება, ამიტომ მას გარკვეულ მომენტებში დასვენების საშუალება მიეცემა.
დანი „შერიფთან“ სასტარტოში მოიაზრება, მაგრამ მეორე ტაიმში დიდი ალბათობით შეიცვლება და მის ადგილს ვასკესი დაიკავებს. ანალოგიური გეგმაა „სევილიასთან“ დაპირისპირებაშიც, სადაც ბევრი რამ მეორე ტაიმის მე-60 ან 65-ე წუთზე დაფიქსირებულ ანგარიშზეც იქნება დამოკიდებული.
ვასკესის უნივერსალობა კარლიტოს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ესპანელი მოთამაშე იქ გამოიყენოს, სადაც ყველაზე მეტად დასჭირდება.
მიმდინარე სეზონში ვასკესმა 13 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მისი მონაგარი მხოლოდ 780 წუთია. ის მეტწილად შეცვლებზე გამოდის მოედანზე.
- 23 ნოემბერი 2021
- 463
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.