„რეალი“ პედრო პოროსთვის ბრძოლაში მოწინავე პოზიციაზეა
ესპანელი მარჯვენა მცველი პედრო პორო „სპორტინგის“ ღირსებას იცავს, თუმცა მის საკონტრაქტო უფლებებს მანჩესტერ „სიტი“ ფლობს. განაპირა მცველი 2022 წლის 30 ივნისს მანჩესტერში დაბრუნდება, თუმცა დიდი ალბათობით, გუარდიოლა მას არ დაიტოვებს, ვინაიდან დაცვის მარჯვენა ფლანგზე არანაირი პრობლემა არ აქვს.
22 წლის ესპანელი კარლო ანჩელოტის მოსწონს და მიიჩნევს, რომ ის დანიელ კარვახალის შესანიშნავი შემცვლელი იქნება. „რეალი“ ამ პოზიციის გაძლიერებას ყველა ვარიანტში გეგმავს.
ფეხბურთელს „სიტისთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება, მის ფასი კიდევ 20 მილიონ ევრომდე მერყეობს.
ამ სეზონში პორომ ჩემპიონთა ლიგის ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, პორტუგალიის ჩემპიონატში კი 9-ჯერ ითამაშა და 2 გოლით დაგვამახსოვრა თავი.
- 23 ნოემბერი 2021
- 535
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.