ვინისიუსი:„მბაპესთან და ჰოლანდთან ერთად თამაში დიდი სიამოვნება იქნება“
ვინისიუს ჟუნიორმა სამომავლო გეგმებსა და სამეფო კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა...
„როდესაც „რეალში“ თამაშობ, მაქსიმალურად ცდილობ, რომ აქ, ამ გარემოში ბევრი წლის განმავლობაში დარჩე. გამონაკლისი არც მე ვარ. მსურს, რომ კრიშტიანო რონალდუს დონის კარიერა მქონდა და მადრიდში იმდენი ხანი დავყო, რამდენიც ჩემმა მეგობარმა მარსელომ. ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ.“
„სატრანსფერო პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის. მბაპე და ჰოლანდი? თუ ისინი მადრიდისტები გახდებიან, ჩემი შანსები არ შემცირდება. პირიქით, ეს უფრო ძლიერს გამხდის, ვინაიდან ექსტრა კლასის ფეხბურთელებთან ერთად ვითამაშებ.“
„ვფიქრობ, როგორც ფრანგი, ასევე ნორვეგიელი მალე იბრძოლებენ ოქროს ბურთისთვის.“
„ამ ეტაპზე ჩემი ფავორიტი კარიმ ბენზემაა. მსურს, ფრანგმა ფეხბურთელმა ოქროს ბურთი მიიღოს, ის ამას იმსახურებს.“
„„რეალთან“ ახალი კონტრაქტი? უკვე გითხარით, რომ აქ ბევრი წლის გატარება მსურს. რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით მივიღებ წინადადებას.“
„ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს ოქროს ბურთზე, მათ შორის მეც, მაგრამ ჯერ 21 წლის ვარ და ყველაფერი წინ მაქვს. ამაზე ახლა ნამდვილად არ ვფიქრობ. მაბედნიერებს ის, რომ „ბლანკოსის“ სადარაჯოზე უკვე 3 წელია ვდგავარ. არ მაინტერესებს დაბალი ხელფასი და სხვა ბენეფიტები. ვიცი, რომ ეტაპობრივად ყველაფერი გაუმჯობესდება.“
„აქ იმისთვის მოვედი, რომ ბევრი ვისწავლო. გზა ნამდვილად ხსნილია, დანარჩენი კი ჩემზე იქნება დამოკიდებული.“
„ბრაზილიის ნაკრები ოცნებაა. ვფიქრობ, ყატარში მოხვედრა შემიძლია, ამისთვის კი ბევრი უნდა ვიშრომო და ტიტეს შესაძლებლობები დავუმტკიცო.“
- 23 ნოემბერი 2021
- 2 427
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.