„რეალი“ პიტერ ფედერიკოს იჯარით გაუშვებს
პიტერ ფედერიკო, რომელიც „კასტილიაში“ ბრწყინავს და ამომავალ ვარსკვლავად ითვლება, მადრიდის „რეალს“ დიდი ალბათობით იჯარის წესით დატოვებს...
რაულის შეგირდის მსურველი ლა ლიგის რამდენიმე კლუბია. პიტერს ძალიან კარგი მონაცემები აქვს და მასზე „რეალში“ იმედებს ამყარებენ, თუმცა ამისთვის გამოცდილების მიღებაა საჭირო.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფედერიკო 2022 წლის ზაფხულში 1 წლიანი იჯარით დატოვებს გუნდს, თუმცა ესპანეთის საზღვრებს არ გასცდება, რათა ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება მიიღოს.
პიტერი უნივერსალია, ის გარემარბად ითვლება, თუმდა განაპირა მცველადაც სცადა რამდენჯერმე ბედი.
- 22 ნოემბერი 2021
- 547
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.