რუმენიგე ალაბაზე: „ეს შეცდომა იყო“
კარლ-ჰაინც რუმენიგემ, რომელიც წლების წინ „ბაიერნის“ სათავეში იდგა, დავიდ ალაბას შესახებ ისაუბრა.
„ცხადია, ვეთანხმები იმ აზრს, რომ ავსტრიელი ფეხბურთელს გერმანიიდან წასვლა შეცდომა იყო. ის „ბაიერნში“ გაიზარდა, სადაც 13 წლის განმავლობაში გამოდიოდა და, ფაქტობრივად, კლუბის შემადგენელი ნაწილი გახლდათ.“
„ჩემი აზრით, ალაბას სხვა გუნდში გადაბარგება სხვადასხვა ფაქტორებმა გამოიწვია. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევაჩერეთ ეს პროცესი. მიუნხენურ გრანდს ჯერ კიდევ არ ამოუვსია ის სივრცე, რაც დავიდის დაკარგვამ გამოიწვია. საბოლოო ჯამში ფეხბურთელმა მადრიდს მიაშურა.“
შეგახსენებთ, რომ დავიდ ალაბა განვლილ ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა სამეფო კლუბს.
MARCA
- 22 ნოემბერი 2021
- 1 273
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.