„რეალში“ სკანდალი მწიფდება? - ისკომ პროტესტი გამოხატა
„ლორ კარმენესზე“ გამართულ შეხვედრაში, სადაც „რეალმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.
მატჩის მიმდინარეობისას, როდესაც, სათადარიგო მოთამაშეები მოედნის კონკრეტულ ნაწილში ხურდებობდნენ, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელმა იოვიჩსა და კამავინგას თავისთან უხმო. მათ გვერდით იყო ისკოც, რომელმაც ეს მითითება საკუთარ თავზეც მიიღო და შესაბამისად, თანაგუნდელებს შეუერთდა, თუმცა როგორც კი გაირკვა, რომ მხოლოდ სერბი და ფრანგი უნდა ჩართულიყვნან თამაშის მსვლელობაში, ესპამელმა უარი განაცხადა სავარჯიშოების გაგრძელებაზე და ადგილი დაიკავა სკამზე.
აღნიშნულის შესახებ, დავიდ ანჩელოტიმ დაუყოვნებლივ უამბო კარლოს, რომელმაც კონფლიქტის და სკანდალის თავიდან არიდების მიზნით, მალაგელი ნახევარმცველი 79-ე წუთზე ჩართო პაექრობის პერიპეტიებში.
- 22 ნოემბერი 2021
- 3 185
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.