მბაპეს „რეალში“ ტრანსფერზე სერიოზული სიახლეა
კილიან მბაპეს ირგლივ მოვლენები ეტაპობრივად იძაბება. სულ რაღაც 39 დღეში ფრანგ ფეხბურთელს ნებისმიერ მსურველ კლუბთან ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების უფლება მიეცემა...
ფრანგების ცნობით, „პსჟ“-მ ახალგაზრდა ფეხბურთელს კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივება ოფიციალურად შესთავაზე, მაგრამ უმალვე უარი მიიღო.
როგორც სჩანს, კილიანს აგვისტოში განვითარებული მოვლენები ძალიან ეწყინა და კლუბის ხელმძღვანელობისგან უპატივცემულობა იგრძნო.
ამასთან ერთად, პარიზული მხარე პოჩეტინოს გაშვებას და ზიდანის დანიშვნას განიხილავს, თუმცა ეს საკმაოდ რთული პროცედურა იქნება.
ზიზუს დანიშვნის შემთხვევაშიც კი, მბაპე პოზიციის შეცვლას არ აპირებს. ფეხბურთელმა დედაქალაქელებს გარკვევით ამცნო, რომ პატივს სცემს მიმდინარე კონტრაქტს, თუმცა თანამშრომლობის გახანგრძლივების პერსპექტივას არ განიხილავს.
- 22 ნოემბერი 2021
- 4 134
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.