ჰოლანდია - ესპანეთი. ანონსი

ახლა წარმოგიდგენთ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ანონსს, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ჰონალდიისა და ესპანეთის ნაკრები გუნდები.

ჰოლანდიელებმა ჯგუფური ეტაპი ისე გადალახეს, რომ არცერთი ქულა არ დაუკარგავთ, ანუ 3 თამაშიდან სამივე მოიგეს, ხოლო რაც შეეხება ”ფურია როხას”, ესპანელებმა მხოლოდ ერთი მატჩი წააგეს და ისიც გახსნითი, ანგარიში 1-0.



ჰოლანდია:

როგორც უკვე ავღნიშნე, ნარინჯისფერბმა ჯგუფური ეტაპი ერთი ამოსუნთქვით გადალახეს. ვერც იმას ვერ ვიტყვით, რომ 1/8 ფინალში დახარჯეს დიდი ძალა ბერტ ვან მარვიკის შეგირდებმა. ნამდვილი თამაში მუნდიალის წლევანდელ ფინალისტებს 1/4 ფინალში ბრაზილიელებთან ჰქონდათ, სადაც ჰოლანდიელებმა გუნდური სული გამოავლინეს და სელესაო ჩემპიონატის მიღმა დატოვეს. ურუგვაისთან მატჩში კი, ყველამ დაინახა, თუ როგორ ჰყავს გუნდი დაბალანსებული ვან მარვიკს.

ალბათ უკვე ყველასათვის ცნობილია ჰოლანდიელთა ტაქტიკური განლაგება, რომელიც შემდეგნაირად შემოიფარგლება. რა თქმა უნდა ვან მარვიკი 4 მცველს ათამაშებს. მათ წინ კი ორი საყრდები დგას. ვან ბომელთან ერთად, ნაიჯელ დე იონგი, რომელიც ტრავმის გამო ტოვებდა ნახევარფინალურ შეხვედრას, შესანიშნავ ტანდემს ჰქმნის. ამ ორი საყრდენის წინ კი სამი შემტევია განლაგებული. ხოლო სულ წინ კი ჰოლანდიელი თავკაცი ერთ ნომინალურ ფორვარდს ათამაშებს (4-2-3-1).

ესპანეთი:

ძალიან ბევრი ადამიანი ელოდა ”ლა ფურიას” გაჩემპიონებას, თუმცა ესპანელებმა მუნდიალი ძალიან სენსაციურად დაიწყეს და წააგეს შეხვედრა ოტმარ ჰიცველდის შვეიცარიასთან. ამის შემდეგ კი ჩემპიონობაზე კი არა, ესპანელთა ჯგუფიდან გასვლაზე დაისვა საკითხი, მაგრამ ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდება გონს მალე მოვიდნენ და ფინალამდე ყველა მატჩი მოიგეს. ალბათ ყველას კარგად ახსოვს ის დრო, როდესაც ესპანეთს ძალიან ძლიერი შემადგენლობები ჰყავდა, თუმცა ისინი ნაადრევად ემშვიდობებოდნენ მუნდიალს. ახლა კი ყველაფერი პირიქით მოხდა. დელ ბოსკემ გუნდი შესანიშნავად დააბალანსა და ფინალშიც გაიყვანა. მწვრთნელის გარდა ფეხბურთელებსაც ყველაფერი რიგზე აქვთ. ”ბარსელონელები” ჩვეულ სტილში ”მალავენ” ბურთს, რაშიც მათ ხაბი ალონსო ეხმარება. ძალიან კარგია დაცვაში პიკე-პუიოლის ტანდემი. ამ მუნდიალზე ასევე კარგად ასპარეზობს სერხიო რამოსი და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან დამაჯერებელია იკერ კასილასი.

რვაფეხას ძალა:

წარმოუდგენელია ისაუბრო ჩემპიონატზე და არ შეეხო რვაფეხა პაულს, რომელმაც ამ მუნდიალზე ყველა შედეგი გამოიცნო. ფინალის წინ კი მან ”ფურია როხას” გამარჯვება იწინასწარმეტყველა. მან იმდენად გაითქვა სახელი, რომ ძედმეტსახელიც შეარქვეს, კერძოდ გარი. რვაფეხას პროგნოზი რა თქმა უნდა ძალიან დიდ გავლენას იქონიებს ისივე როგორც ესპანელებზე ასევე ჰოლანდიელებზეც. ის იმდენად პოპულარულია, რომ შესაძლოა ”ფურია როხას” ფსიქოლოგიურად დაეხმაროს გამარჯვების მიღწევაში.

პროგნოზი: ჰოლანდია - ესპანეთი 0:1

მსოფლიოში ვარაუდობენ, რომ თუ ჰოლანდიელებმა პირველი გოლი გაიტანეს, მაშინ ”წითელი ფურია” ანგარიშს აუცილებლად გაათანაბრებს და დაინიშნება თეთმეტმეტრიანები, ხოლო თუ თავიდან ესპანელებმა გაიტანეს, მაშინ ვისენტე დელ ბოსკე გერმანულ-პორტუგალიურ ხერხს მიმართავს და ნარინჯისფერბს ბურთს დაუჭერს და ანგარიში შენარჩუნდება.



ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)