ანჩელოტი:„კროოსს და მოდრიჩს ჩემი მითითებები არ სჭირდებათ“

კარლო ანჩელოტიმ „გრანადასთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

„სანაკრებო პაუზის შემდეგ დავბრუნდით და დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ. „გრანადა“ საკმაოდ კარგი გუნდია, რომელიც საშინაო არენაზე სტაბილურად გამოდის. ჩვენ პირველივე ტაიმში ეფექტურად დავიწყეთ და დამსახურებული 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში. მცირე ჩავარდნები გვქონდა, თუმცა საერთო ჯამში შეუძლებელია უკმაყოფილო ვიყო.“

„მსაჯის გადაწყვეტილებების შეფასებას არ ვაპირებ. დიახ, მასპინძლები წითელი ბარათით უკმაყოფილები იყვნენ, მაგრამ ფაქტია, რომ საქმე მძიმე უხეშობასთან გვქონდა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მონჩუს გაგდებას ანგარიშზე ზეგავლენა არ მოუხდენია.“

„ედერ მილიტაო დავასვენე, მას პრობლემები არ აქვს, მაგრამ საკმაოდ დიდი დატვირთვა ჰქონდა მიღებული. ნაჩეტემ ბრაზილიელი ფეხბურთელის შეცვლა ბრწყინვალედ შეძლო და მეტოქის კარიც აიღო.“

„მარკომ კიდევ ერთხელ გვიჩვენა საკუთარი კლასი და ხარისხი. ის ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობს დავალებების სრულფასოვნად შესრულებას. ესპანელი ითვალისწინებს არსებულ კონკურენციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“

„ზიდანი მანჩესტერ „იუნაიტედში“? არაფერი მსმენია, თუ ფრანგი კარიერას პრემიერლიგაში განაგრძობს, მე მას მივულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ, ის შესანიშნავი სპეციალისტია.“

„თქვენ ცვლით, რომ ცვლილებები დავაგვიანე? მე ვფიქრობ, რომ არა! შანსი ბევრ ფეხბურთელს მივეცი და რამდენიმე ლიდერმა 15 წუთით დაისვენა.“

„ზოგიერთი კომპონენტი მომეწონა, ზოგიც არა. რამდენიმე ფეხბურთელს შედარებით დაღლილობა ეტყობოდა და მომდევნო მატჩებში დასვენების საშუალებას მივცემ, ისე როგორც დღეს ედერს მივეცი. ჩვენ გვქონდა ინტენსივობა და სისწრაფე, რაც მომწონს, მაგრამ გარკვეულ მომენტებში სწორედ ამ კომპონენტში მოვიკოჭლეთ და დავისაჯეთ.“

„კროოსი და მოდრიჩი ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი არიან, მათი დონე ხომ უმაღლესია. მათ მითითებები არ სჭირდებათ, ვინაიდან აკეთებენ იმას, რაც გუნდისთვის საუკეთესოა. მოკლევადიან პერსპექტივაში მათ შემცვლელებზე არ ვფიქრობ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში „ბლანკოსში“ მათი ჩანაცვლება მარტივი არ იქნება. ბედნიერი ვარ, რომ კოლექტივსი ფედე, კამავინგა და ბლანკო ირიცხებიან, სამივე მოთამაშეს დიდი მომავალი აქვს.“

„ვინისიუსმა ბრწყინვალედ ითამაშა, შემდეგ კი დასვენების საშუალება მივეცი. მის წინააღმდეგ ხისტად თამაშობდნენ, ამიტომ რისკები თავიდან ავირიდე.“

„ვალიეხოს შანსი მივეცი. მიხარია, როდესაც ის მოედანზე გადის და სათამაშო წუთები ეძლევა, ის ნამდვილი პროფესიონალია და ბევრს შრომობს.“

  • Hala
  • 21 ნოემბერი 2021
  • 4 290
  • 8

1

21 ნოემბერი 2021 21:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 871
სოლსკიაერს ააცმევინეს...ნეტა ვის მიიყვანენ

2

21 ნოემბერი 2021 21:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 877
ვის და ზიზუს
-----------------------
Decimotercero

3

21 ნოემბერი 2021 22:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 902
ძაან მაგარ ფეხბურთს ათამაშებს კარლო. ულამაზესად იყომარეს ნეორე ტაიმში. ნახევარდაცვის ტრიო შეუცვლელია, არ ვიცი ვინ უნდა მოვიდეს რომ ამ 3 კაცის შეცვლა სრულფასოვნად შევძლოთ.

ალაბა გიჟივით დგას, რა ფეხბურთელი ვითრიეთ უფასოდ, ჯერ მარტო მაგიტოა ჯიგარსონა პერესი. ძაან დონე კაცია. გენერალურ ასამბლეაზე ყველა სოსიო ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს.

რაც შეეხება ზიზუსთან შედარებას, რავიცი იმას არ ყავდა ეს გუნდი ლევანტესთან რომ აგენდა? ანჩეს გუნდი გაცილებით სანახაობრივია. მართალია ზიზუს ნახევარი გუნდი აკლდა მაგრამ ჯამში კარლოს სტილი უფრო მომწონს. ზიზუ რომ გაიტანდა დგებოდა და ანჩე არ აწვება ამას. ერთადერთი რაშიც ზიზუ ჯობია ანჩეს ეს არის ბარსელონასთან თამაში. 10 კაცითაც კი უტევდა ზიზუ როცა კარლომ ვიღაც ღლაპებთან 2-1 უკან ჩადგა. არ ეკადრებიდა ასეთი თამაში 17 წლის ბავშვებთან. ზიდანი მოშნად ამოტებიდა მაგ თამაშში. აუცილებლად უნდა შეეტიათ მთი თამაში.

4

21 ნოემბერი 2021 22:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
მეორე გუნდზე გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ განსაკუთრებით სასიამოვნოა როცა დამარცხებული გუნდის ფეხბურთელებიც და მწვრთნელიც ტაშს გიკრავენ. ძალიან დავჯაბნეთ. არაა გრანადა წელს საუკეთესო ვერსია თავისი თავის, მაგრამ რეალი რომ უმატებს და უმატებს და კიდევ შეუძლია მომატება ეგ აშკარაა.

5

21 ნოემბერი 2021 23:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
წინა კომენტარებზე ვეღარ გიპასუხეთ და
არ ვარ ეს გადაცმული კულე
და რომ ვიყო
ვიტყოდი არ იქნება პრობლემა
უბრალოდ განსხვავებულად თუ ვფიქრობ არ ნიშნავს რომ კულა ვარ
არავაზე ნაკლებად მიყავრს რეალი და შეილება ბევრზეც მეტად
უბრალოდ რადგან ბარსელონა არის არ ნიშნავს რომ სულ ცუდი უნდა ვთქვა მათზე
ფაქტი ერთია
რომ წავა კროსი მოდრიჩი აი მერე რომ გაგვიჭირდევა ნახევარ დაცვაში ამას თუ ვერ ავმჩნეთ მაშინ კარგი

6

21 ნოემბერი 2021 23:18

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ყველა თამმშის მერე რატომ ადარებთ ზიდანს დდდ რამდეიც მოიგებს დდ ფარჩაკ გრანადას მოუგო დიდი ამბავი, ზიზუმ რაც გააკეთა მილიარდ წელი ვერ იზამს კარლო კიარა ვერავინ

7

21 ნოემბერი 2021 23:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 971
კაზემირო და კროოსი მინიმუმ ორი სეზონი იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე, მოდრიჩი გადაჯდება სკამზე მომავალი წლიდან.. ასე რომ დრო დიდია, ნახევარდაცვაში ორგანული ცვლილებებისთვის საჭიროა დრო. არც ეს ნახევარდაცვა გამხდარა ასეთი ერთ სეზონში.. ჩვენი გუნდის სათავეში კიდევ პერესი დგას და თუ ეს არ არის ოპტიმიზმის საფუძველი, მაშინ რა არის?
დავლაგდებით, არაფერი გაგვიჭირდება.

8

22 ნოემბერი 2021 04:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 453
კარლო ვალიეხო ისე კოპა დელ რეიზე გამიყენე ხოლმე

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)