ასენსიო:„გუნდი მძიმე მატჩების ჩასატარებლად მზად არის“
მარკო ასენსიომ „გრანადასთან“ მატჩი შეაფასა...
„სანაკრებო წყვეტის შემდეგ საკლუბო სეზონის განახლება და დინამიკის დაჭერა მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ „ლოს კარმენესზე“ შესანიშნავი ფეხბურთის ჩვენება შევძელით.“
„2 გოლის გატანის შემდეგ მოვეშვით და დავისაჯეთ კიდეც. ეს ნამდვილად გასაანალიზებელი ფაქტი იყო. შესვენებაზე ბევრი რამ გავიაზრეთ და მეორე ტაიმში სხვა ფეხბურთი ვითამაშეთ.“
„შობამდე ურთულესი კალენდარი გვაქვს. ბევრი მძიმე მატჩის ჩატარება მოგვიწევს, მაგრამ მზად ვართ.“
„მსაჯები თავის საქმეს აკეთებდნენ. „გრანადამ“ მონჩუს გაძევება გააპროტესტა, თუმცა არბიტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
- 21 ნოემბერი 2021
- 477
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.