რონსერო:„კროოსში ეჭვი შევიტანე, მაგრამ ახლა ამას ვნანობ“
ტომას რონსერომ ტონი კროოსი შეაქო და განაცხადა, რომ ის სუპერ პროფესიონალია...
„ამსტერდამის „აიაქსთან“ ჩემპიონთა ლიგაზე სამარცხვინო გამოსვლის შემდეგ, ტონი კროსში ეჭვი შევიტანე და ვფიქრობდი, რომ ის უმოტივაციო იყო, რაც გუნდის ნახევარდაცვაზე ძალიან ცუდად მოქმედებდა, თუმცა ახლა ამას ვნანობ.“
„ტონი მხოლოდ 31 წლისაა და ეროვნულ ნაკრებშიც აღარ თამაშობს, რათა მადრიდის „რეალს“ უფრო მეტი დრო დაუთმოს და უმაღლეს საფეხბურთო კონდიციაში იყოს. გერმანელი ფეხბურთელი ყოველდღიურ რეჟიმში ბოლომდე იხარჯება და „ბლანკოსის“ ერთგულია.“
- 21 ნოემბერი 2021
- 619
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.