„კასტილია“ 3-0 „საბადელი“
რაულ გონსალეს ბლანკოს შეგირდები წარმატებულ სვლას აგრძელებენ.
ესპანეთის რანგით მე-3 დივიზიონის მე-13 ტურში, „რეალ მადრიდ კასტილიამ“ საშინაო არენაზე „საბადელს“ უმასპინპინძლა. ახალგაზრდა მადრიდისტებმა 3 უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს, რაშიც ლატასამ, არანდამ და დოტოსმა (ამ ორმა პენალტის ნიშნულიდან) შეიტანეს წვლილი.
აღსანიშნავია, რომ სეზონი უფერულად დაწყების შემდეგ, „კასტილიამ“ მიჯრით მე-4 დაპირისპირება მოიგო. შედეგად, ისინი უკვე 20 ქულით მე-7 ადგილზე გამაგრდნენ. ახლა უკვე ლეგენდარული კაპიტნის დამოძრვრილები 2 ქულით ჩამორჩებიან საპლეიოფო ზონას, ხოლო 5 ქულით გათამაშების ლიდერ „ვილიარეალ ბ“-ს.
„კასტილიას“ შემადგენლობა განვლილ მატჩში: ფუიდასი, სანტოსი, ხილა, პაბლო რამონი, დოტორი, ლატასა (გუდიენსენი, 77 '), პეტერი (დავიდი, 77'), რაფა მარინი, ხაუმე ხარდი (მარვინი, 60 '), არანდა (არიბასი, 60') და მარიო მარტინი (მორანტე, 64 ').
ჩემპიონატის მე-14 ტური 28 ნოემბერს აიღებს სტარტს. მადრიდელების მომავალი მოწინააღმდეგე ერთ-ერთი აუტსაიდერი „ლინარესი“ იქნება.
იხ. თამაშის გოლები
- 21 ნოემბერი 2021
- 384
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.