„შერიფმა“ მეტოქე 1-3 დაამარცხა
ჩემპიონთა ლიგაზე სამეფო კლუბის მომავალმა მეტოქემ, მოლდოვის ნაციონალური დივიზიონის მე-14 ტურის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
იური ვერნიდუბის შეგირდებმა სტუმრად გამართულ შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. „შერიფმა“ სატურნირო ცხრილის ბოლოადგილოსანი „ფლორესტი“ 1-3 დაამარცხა. მათგან თავის გამოჩენა ტრაორემ, ხალიდმა, ნიკოლოვმა შეძლეს. ტირასპორული კლუბი ჩემპიონატს 37 ქულით ლიდერობს.
შეგახსენებთ, რომ „შერიფისა“ და „რეალის“ დაპირისპირება, 25 ნოემბერს აიღებს სტარტს. გამარჯვების შემთხვევაში, მადრიდელები ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის 1/8 ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებენ.
- 20 ნოემბერი 2021
- 509
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.