ანჩელოტი:„რთული კალენდარი გვაქვს, მაგრამ მაქსიმუმს გავიღებთ“
კარლო ანჩელოტიმ „გრანადასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„საკმაოდ კარგად და ეფექტურად ვმუშაობთ. ვიცით, რომ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი ახლა გველის. საკმაოდ მჭიდრო კალენდარი და საპასუხისგებლო მატჩები გვაქვს, ამისთვის კი მომზადებაა საჭირო. თავდაჯერებულები ვართ და წინ ვიყურებით.“
„ჩემსა და ბეილს შორის დაპირისპირება არ არის. უელსელს საკუთარი ხასიათი აქვს. ვფიქრობ, მას გამოჯანმრთელებაში უნდა დავეხმაროთ.“
„ვინისიუსმა და მილიტაომ დიდი დატვირთვა მიიღეს, თუმცა თავს შესანიშნავად გრძნობენ.“
„დარწმუნებული ვარ, ჩავი „ბარსელონაში“ ახალ სტილს მოიტანს. კატალონიელთა თამაშებს თვალს ვადევნებ, რათა სიახლეები დროულად აღმოვაჩინო.“
„ვალვერდე ხვალ არ იქნება, თუმცა როდრიგო ბრუნდება, რაც ძალიან სასიამოვნოა. ურუგვაელის მოედანზე გასვლას მაქსიმუმ 1 კვირაშში ვვარაუდობ. მნიშვნელოვანია, რომ გუნდის რესურსი დიდია.“
„არ ვიცი, იქნება თუ არა სუპერლიგა, თუმცა ჩვენი დინამიკა უნდა იქნას შეცვლილი. ძალიან რთულია 3 დღეში ერთხელ მოედანზე გასვლა და საუკეთესო ხარისხის დადება.“
„რა თქმა უნდა, აზარი კმაყოფილი არ არის და ამაში საკვირველს ვერაფერს ვხედავ, მას ბევრი შრომა მოუწევს. გამიკვირდებოდა, ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილი რომ იყოს. ახლა ბელგიელს გასტროენტერიტი აწუხებს და „ლოს კარმენესზე“ ვერ დაგვეხმარება.“
„ბეილს უელსის ნაკრები ძალიან უყვარს, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეს, რომ მადრიდის „რეალის“ საკუთრებაა. როგორც სჩანს, ნაკრების ექიმების მხრიდან, მისი მდგომარეობა არარელევანტურად შეაფასეს.“
„თანამედროვე ტექნოლოგიებს და ვიდეოებს ხშირად ვიყენებთ იმისათვის, რომ უფრო სიღრმისეული ვარჯიშები და ტაქტიკური მონახაზები გვქონდეს. ზოგადად, თითოეული მოთამაშისთვის ინდივიდუალური ვიდეოების მომზადებასაც ვემხრობი.“
„
- 20 ნოემბერი 2021
- 864
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.