ხესუს ვალეხო „ზერო“

ახალგაზრდა ფეხბურთელი გრანადაში გაჰყვება გუნდს, სადაც შარშან 51 შეხვედრა ჩაატარა.

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ლიდერების წასვლის შემდეგ „რეალის“ უკანახაზი მნიშვნელოვნად შესუსტდა, ვალეხოს მაინც არ ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება. პრიმერა დივიზიონის მე-13 ტურის თავზე, მოთამაშეს არცერთი წუთი არ გაუტარებია საქმეში (ჩემპიონატის მასშტაბით ასეთ სიტუაციაში 11 ფეხბურთელია) და მხოლოდ 3 წუთით იასპარეზა ჩემპიონთა ლიგაზე („შახტარის“ წინააღმდეგ).

სარაგოსას მკვიდრს 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს მოქმედი კონტრაქტი მადრიდულ გრანდთან. ის 20 შეხვედრას მოითვლის „თეთრი“ მაისურით და 4 იჯარას („სარაგოსა,“ „აინტრახტი,“ „ვულვზი“ და „გრანადა“).

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საჭიროების შემთხვევაში, იტალიელი სპეციალისტისთვის პრიორიტეტული იქნება ისეთი ფეხბურთელების გამოცდა, როგორებიც კასტილიელები, რაფა მარინი, ვიქტორ ჩუსტი და მარიო ხილა არიან. მათ მიმართ ანჩელოტი დიდი სიმპათიებითაა განწყობილი. შესაბამისად, ხესუს ვალესოს სიტუაცია მეტად უიმედოა ამ ფორმაციის „ბლანკოსში.“

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)