ფლორენტინო პერესის მიმართვა „რეალის“ გენერალურ ასამბლეაზე

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა მადრიდის „რეალის“ 2021 წლის გენერალურ ასამბლეაზე დირექტორთა საბჭოს წევრებს და სხვა აქციონერებს სიტყვით მიმართა...

„გამოსვლა რა თქმა უნდა მადლობით უნდა დავიწყო, რომელიც ზინედინ ზიდანს ეკუთვნის. ადამიანს, რომელმაც მადრიდის „რეალთან“ ერთად უამრავი ტიტული მოიგო და შექმნა არაერთი პრეცენდენტი. მისი შედეგები დღემდე მიუღწეველია, ის არის სამეფო კლუბის სიმბოლო და უდიდესი ფიგურა, რომელიც ისტორიაში უკვე შევიდა.“

„შეუძლებელია არ გავიხსენოთ კლუბის ლეგენდარული კაპიტანის, სიმბოლოს და ყველასთვის მისაბაძი ფეხბურთელის, სერხიო რამოსის წასვლა. ის 16 წლის მანძილზე იდგა მადრიდული გრანდის სადარაჯოზე და ეპოქა შექმნა.“

„აუცილებლად დიდი მადლობა უნდა გადავუხადოს რაფაელ ვარანს. ფრანგი ბავშვი იყო, როდესაც „მერენგების“ რიგებს შემოუერთდა, მან შექმნა 10 წლიანი დიდებული კარიერა და უდიდესი წვლილი შეიტანა წარმატებაში, რომელსაც წლების მანძილზე ვაღწევდით.“

„მადრიდულ გრანდში მსოფლიო დონის მწვრთნელი დაბრუნდა. კარლო ანჩელოტი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სპეციალისტია, რომელსაც არაერთ კლუბში დაუმტკიცებია საკუთარი კლასი. ბედნიერი ვარ, რომ იტალიელ ჩვენთან ერთად იმყოფება.“

„რაული გამოცდილებას აგროვებს, ამასთან ერთად კი ახალგაზრდა მადრიდისტების გაზრდასა და ჩამოყალიბებაში შეაქვს წვლილი. გონსალესს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს.“

„პანდემიამ, ჩვენი კლუბის ეკონიმიკას ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნა, მაგრამ სწორი და დროული გადაწყვეტილებების წყალობით, დღევანდელ დღეს ღრმა ხარვეზები არ გვაქვს. დიახ, გულშემატკივრების გარეშე თამაში არამხოლოდ ფეხბურთელებისთვის, არამედ კლუბის ბიუჯეტისთვისაც საშინელება იყო. ჩვენ დავძლიეთ არაერთი პრობლემა, მაგრამ გამოწვევები კიდევ არის წინ. იძულებულები გავხდით როგორც საფეხბურთო, ასევე საკალათბურთო გუნდების წევრებისთვის ხელფასი შეგვემცირებინა. ხარჯვით ნაწილში სერიოზული დანაზოგი გაკეთდა სხვა პროექტებთან მიმართებაშიც.“

„აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ადამიანები, რომლებმაც ამ წელს კლუბის საპატიო წევრის სტატუსი მიიღეს. ლუკა დონჩიჩი, ალეხანდრო სანსი და კარლოს სანსი. დიახ, შემიძლია დავაანონსო, რომ ლეგენდარული მუსიკოსი შესანიშნავ ნაწარმოებს ქმნის, რომელიც ბერნაბეუზე მალე აჟღერდება.“

„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ უდიდესი წვლილი შეგვაქვს ქალთა ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. აღნიშნული პროექტი სულ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ, მაგრამ საოცარი შედეგები გვქონდა, როგორც შიდა ასპარეზზე, ასევე ევროსარბიელზე.“

„სატრანსფერო მიმართულებებზე ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ და გვსურს, რომ ჩვენს მიერ გატარებულმა პოლიტიკამ შესაბამისი შედეგები გამოიღოს. მოხარული ვარ, კლუბში ედუარდო კამავინგას მოსვლით, რომელიც „ოქროს ბიჭუნას“ ნომინანტიც გახლავთ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს დავიდ ალაბასთან შეთანხმება. ჩვენ მიუნხენის „ბაიერნიდან“ გადმოვიყვანეთ ფეხბურთელი, რომელსაც ფასდაუდებელი გამოცდილება და სათამაშო კლასი აქვს. ამჟამინდელი შემადგენლობიდან შვიდმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო ოთხმა კოპა ამერიკაზე. ჩვენ გვყავს კარიმ ბენზემა და ლუკა მოდრიჩი, რომელიც ოქროს ბურთის ყველაზე შემჭიდროვებულ სიაში მოხვდნენ. ვამაყობთ ყველა ფეხბურთელით, რომლებმაც ბოლო წლებში დიდი როლი ითამაშეს კლუბის განვითარებაში.“

„ფეხბურთი გადის ერთ-ერთ ყველაზე რთულ გზას ისტორიაში. ამიტომ საფეხბურთო კლუბებმა ხელი უნდა შეუწყონ პროგრესს და განივათარებას. ვთვლი, რომ ახალი ბერნაბეუ არამხოლოდ „რეალისთვის“, არამედ ფეხბურთისთვის იქნება წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში 1 000-ზე მეტი დასაქმებულ პირს ვაკვირდებით და ვაძლევთ მითითებს იმისთვის, რომ სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში წარიმართოს. ჩვენს თვალწინ არენის აბსოლუტური ტრანსფორმაცია ხდება.“

„სუპერლიგა არის ნამდვილი თვითმართველობა, ფინანსური სარგებელი, ფეხბურთის პოპულარიზაცია და პროგრესირება. ეს არის პროექტი იმისათვის, რომ ფეხბურთი გადარჩეს. ამ სპორტს სჭირდება სუპერლიგა იმისთვის, რომ არ მოკვდეს და რიგით სახეობად არ ჩამოყალიბდეს. ახალი საფეხბურთო სტრუქტურის შექმნა მოხდება გამჭვირვალედ და სოლიდარობაზე დაფუძვნებული პრინციპების საფუძველზე. ჩვენი შეთანხმებიდან ბევრი გუნდი გავიდა, მაგრამ 3 გუნდის პოზიცია არ შეიცვალა და ამით ვამაყობ. მჯერა აღნიშნული პროექტის და ეჭვი არ მეპარება, დროთა განმავლობაში პოზიციას ბევრი შეიცვლის.“

„ჩვენ სრულიად ვენდობით ევროპულ მართლმსაჯულებას და გვჯერა, რომ „რეალის“ მისამართით წამოსული მუქარა მხოლოდ მუქარად დარჩება და სისრულეში ვერ მოვა. გვჯერა საკუთარი სიმართლის და გადაწყვეტილებების, რომელიც სრულფასოვნად შეესაბამება კანონმდებლობას. დათმობაზე წასვლას არ ვაპირებთ და კარგად ვიაზრებთ „უეფას“ და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის გამოსვლებს ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. არ შეიძლება გარე პირებმა გამოიყენონ ფეხბურთი თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ, პირიქით ყველაფერი უნდა გაკეთდეს ფეხბურთის ინტერესების დასაცავად.“

„სოციალური აქტივობები ყოველთვის იყო და იქნება მადრიდის „რეალის“ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. 14 მილიონზე მეტი დონაცია მხოლოდ მიმდინარე წელს დაფიქსირდა. ჩვენ ვეხმარებით მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. ფონდის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია.“

„ასევე უნდა აღინიშნოს ჩვენი ვებ-გვერდისა და სოც.ქსელის აქტიურობა, რაც უფროდაუფრო დიდ ინტერესსა და ყურადღებას იპყრობს. „რეალი“ ყველაზე პოპულარული კლუბია და ეს სტატისტიკაც დასტურდება.“

„რაც შეეხება ლა ლიგას და ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ თითოეული კლუბის უფლების გაცემას ლა ლიგა პრესიდან გვამცნობდა. ეს არის დარღვევის სავსე ოპერაცია, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ჩვენი იურისტების მიერ აღმოჩენილი დარღვევის სია მართლაც ძალიან დიდი და მრავლისმომცველი იყო. აღნიშნულმა პროექტმა არც იტალისა და გერმანიაში იმუშავა. „რეალი“ CVC-ს შეთანხმებას აბსოლუტურად უკანონოს უწოდებს და რა თქმა უნდა, თანამშრომლობას არ გეგმავს.“

„ეს არის მსოფლიოს საუკეთესო კლუბი, რომელსაც დიდი წვლილი შეჰქონდა ფეხბურთის განვითარებაში და ასე იქნება მომავალშიც. ჩვენ არ დავთმობთ!“

  • Hala
  • 21 ნოემბერი 2021
  • 1 223
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)