„პსჟ“ მბაპეს კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივებას სთხოვს
ფრანგული გამოცემების ცნობით, კილიან მბაპეს „პსჟ“-ს ხელმძღვანელობა არსებული კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივებას სთხოვს, რაც ფეხბურთელის პარიზში დარჩენას 2023 წლის ზაფხულამდე გაითვალისწინებს, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ აღნიშნულ ნაბიჯს სხვა მიზნები აქვს...
როგორც სჩანს, პარიზულ მხარეს ლოტინის უფასოდ გაშვება არ სურს და მოთამაშეს სწორედ ამიტომ ესაუბრა დამატებით 1 წლიან კონტრაქტზე, სადაც მისი ანაზღაურებაც მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი.
პარიზული მხარე შეთანხმების შემთხვევაში მბაპეს კიდევ 1 წლით დაიტოვებს, 2023 წლის იანვარში კი „რეალში“ გაყიდის.
ის, რომ შეთანხმების შემთხვევაშიც კი, მბაპე გუნდში 2023 წლის ზაფხულამდე არ დარჩება და პარიზული მხარე მას წლის იმავე წლის დასაწყისში გაყიდის რთულად მისახვედრი არ არის.
„დროის სამარცხვინო მოგება“ - სწორედ ასე უწოდეს ესპანელმა ჟურნალისტებმა ფრანგების ქმედებას, ვინაიდან „პსჟ“-ს მბაპეს სანაცვლოდ ფულის მიღება 2022 წლის იანვარშიც შეუძლია.
თავად ფეხბურთელი და მისი წარმომადგენლობა ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებს და დუმილს ამჯობინებს.
„მარკას“ ცნობით, ლოტინი პოზიციის შეცვლას არ გეგმავს, ვინაიდან შესანიშნავად აწყობს აგვისტოს ბოლოს განვითარებული მოვლენები, სადაც გუნდის ხელმძღვანელობამ გუნდის თხოვნა და „რეალის“ 200 მილიონიანი შეთავაზება არაფრად ჩააგდო და მეტწილად დამცინავი პოზიციების დაფიქსირებით იჩენდა თავს.
- 20 ნოემბერი 2021
- 4 021
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.