ლუკა იოვიჩი „მილანს“ ირჩევს
იტალიური და ესპანური გამოცმების ცნობით, ლუკა იოვიჩმა „ინტერს“ უარი უთხრა და „მილანი“ აირჩია...
სერბი ფეხბურთელი ძალიან მაღალი ალბათობით იანვარში დატოვებს „რეალის“ შემადგენლობას და „მილანს“ მიაშურებს. ლუკას აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ინფორმაცია სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამაც კარგად იცის.
იოვიჩს „როსონერის“ რიგებში რებიჩი დახვდება, რომელიც მისი ახლო მეგობარია. „აინტრახტში“ ეს ფეხბურთელები ერთად თამაშობდნენ.
ლუკა მიიჩნევს, რომ „შავ-წითლებში“ ბევრად მეტი შანსი ექნება, ვიდრე „შავ-ლურჯებში“. სწორედ ამიტომ უპირატესობა „მილანს“ ენიჭება.
- 20 ნოემბერი 2021
- 1 510
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.