„რეალი“ „ნიუქასლთან“ აუდიენციისთვის მზად არის
მადრიდის „რეალი“ ნებისმიერ დროს მზადყოფნას გამოთქვამს „ნიუქასლ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობასთან აუდიენციისთვის...
„კაჭკაჭებს“ აინტერესებთ, როგორც ბეილი, ასევე აზარი. „ბლანკოსი“ კი მზად არის, სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში ორივე მათგანი გაუშვას, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ პრემიერლიგის გუნდი ორივეს არ დაიმატებს.
ის, რომ სეზონის ბოლოს გარეთი, მარსელო და ისკო წავლენ, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, მაგრამ დიდი ალბათობით ამ სიას ედენ აზარიც მიემატება. „რეალი“ კი გუნდის წმენდას იანვრიდან იწყებს, ამიტომ შესაძლოა მოვლენები დაჩქარდეს.
პერესი აღნიშნულ ფეხბურთელებზე გათვლას აღარ აკეთებს და თვლის, რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდება. კლუბის პოლიტიკა ამ მხრივ რადიკალურად არის შეცვლილი.
- 20 ნოემბერი 2021
- 656
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.