დი მარიამ პირველი 'მადრიდული' ავტოგრაფი გააჩუქა
რამოდენიმე დღის წინ, "ბენფიკას" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ანხელ დი მარია მადრიდის "რეალის" რიგებში ოფიციალურად ჩაირიცხა. ახალგაზრდა არგენტინელის პრეზენტაცია, პარასკევს შუადღის საათებში იგეგმებოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო დაგეგმილი ღონისძიება, შვებულების დასრულებამდე გადაიდო. ამ ყველაფრის მიუხედავად, დი მარია მადრიდის ქუჩებში ოფიციალური 'მადრიდელის' სტატუსით დაიარება.
არგენტინელმა, თავისი პირველი 'მადრიდული' ავტოგრაფი, პარასკევს საღამოს გააჩუქა. დი მარია, სასტუმრო "მირასიერაში", მეგობარ გოგონასთან და თავის აგენტთან, ანდრეს მირანდასთან ერთად დაბანაკდა. დასვენების შემდეგ, ანხელიტო მადრიდის პრესტიჟულ რესტორნების ქსელს ეწვია და ესპანურ სამზარეულოს ეზიარა.
რესტორნიდან გამოსულ ფეხბურთელს, გზად ორი გულშემატკივარი შემოხვდა, ერთ-ერთ მათგანს მადრიდის "რეალის" ფორმა ეცვა... მადრიდელმა ფანებმა, დი მარიას ავტოგრაფი და სამახსოვრო ფოტოს გადაღება სთხოვეს. არგენტინელმა, 'ინჩასებს' გულის წადილი აუსრულა და ორივე მათგანთან გადაიღო სამახსოვრო ფოტოები.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
ავტორი: Kevlisha
- 11 ივლისი 2010
- 1 695
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.