რა ბედი ეწევა ასენსიოს?
სამეფო კლუბში მარკო ასენსიოს მომავალთან დაკავშირებით იფიქრებენ.
ალბათ, ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორ ხმაურიანად დაიწყო ესპანელმა შემტევმა ნახევარმცველმა მადრიდული ცხოვრება, თუმცა მიღებული ტრავმების დამსახურებით, მისი კარიერა ისე ვერ განვითარდა, როგორი მოლოდინებიც არსებობდა.
ამჟამად, მალიორკას მკვიდრი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ თავის გამოჩენის საშუალება არცთუ ისე ხშირად ეძლევა სასტარტო შემადგენლობაში. მიმდინარე სეზონში 460 წუთი გაატარა საქმეში, რაც 12 შეხვედრაზეა გადანაწილებული. მან 3 გოლისა და 1 ასისტის გაჩარხვაც მოახერხა. სათამაშო დროის მიხედვით, ის მხოლოდ მე-14-ა ანჩელოტის ფორმაციის გუნდში.
„რეალის“ დაგეგმილი სატრანსფერო პოლიტიკის (მბაპესა და ჰოლანდის მოსვლა) შედეგად, ასენსიოს შანსები მოედანზე გასვლისა კიდევ უფრო შემცირდება. მას 2023 წლის ზაფხულში ეწურება მოქმედი ხელშეკრულება „ბლანკოსთან“ და მათთვის უპრიანი იქნება, თუ ახალი სეზონის დაწყებამდე შეელევიან საოცარი დარტყმის მქონე მოთამაშეს.
Transfermarkt-ის ინფორმაციით, ასენსიოს სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონის ფარგლებში მერყეობს. არადა, 2018 წელს, მისი შესაძლებლობები 80 მლნ. ევროთი იყო შეფასებული.
BD
- 20 ნოემბერი 2021
- 871
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.