პინტუსის მომენტი
როგორც უკვე გაუწყეთ, მიმდინარე წლის დასასრული მეტად რთული იქნება სამეფო კლუბისათვის.
მაშინ, როდესაც გუნდს მომდევნო 32 დღის განმავლობაში 9 შეხვედრის ჩატარება მოუწევს, პრაქტიკულად ყოველ მე-3 დღეს, მთელი აქცენტის გადატანა ხდება შემადგენლობის ფიზიკურ მომზადებაზე, რომელზეც პასუხისმგებელია ანტონიო პინტუსი. 59 წლის სპეციალისტი, პირველად, 2016-2019 წლებში მუშაობდა ესპანეთის დედაქალაქში და საკმაოდ წარმატებითაც. ალბათ, გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ 2017 წელს გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სადაც „რეალის“ მოთამაშეები დიდებულ კონდიციებში წარდგენენ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, ეს კი პირდაპირ კავშირში იყო იტალიელთან.
პინტუსი ნაცნობ ლოკაციაზე ანჩელოტისთან ერთად დაბრუნდა და პრე-სეზონის ეტაპიდან შეუდგა საქმეს. მან საკმაოდ ხმაურიანად დაიწყო, დღის განმავლობაში ორჯერადი ვარჯიშებითა და გარკვეული ინოვაციური მიდგომებით. მთავარი შემადგენლობის გარდა, მწვრთნელმა კლუბის ყველა ასაკობრივი გუნდის ფიზ. მომზადებაში შეიტანა გარკვეული შტრიხები.
ახლა, მსგავსი ჯოჯოხეთური კალენდრის წინ, მისი გამოცდის დრო დგება. პაპა კარლო დარწმუნებულია, რომ დიდი პროფესიონალის დახმარებით, მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და ნაყოფიერად ჩაასრულებს მიმდინარე წელს.
AS
- 20 ნოემბერი 2021
- 653
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.