დამატებით 220 მილიონიანი სესხი 30 წლით
ფლორენტინო პერესი „JPMorgan„-სა „Bank of America“-ს 220 მილიონიანი სესხის შესახებ უახლოეს დღეებში მიმართავს. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციები სიმართლე აღმოჩნდა...
ბერნაბეუს ულტრამოდერნიზება და პროექტის მიხედვის რეკონსტრუქცია არა 575, არამედ 795 მილიონი ევრო დაჯდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველ გეგმას გარკვეული ცვლილებები შეეხო და არენა კიდევ უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე აქამდე გახლდათ დაგეგმილი.
ცნობილია, რომ „რეალი“ 220 მილიონს სესხის სახით დაიმატებს, თუმცა ვალდებულების შესრულება 30 წლის მანძილზე მოუწევს, ამიტომ გამორიცხულია, რომ აღნიშნული გარემოება ბიუჯეტზე მძიმედ აისახოს.
- 19 ნოემბერი 2021
- 446
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.