ზიდანს ახალი მსურველი გამოუჩნდა, თუმცა . . .
მას შემდეგ, რაც ფრანგი სპეციალისტი უმუშევარია, მის გადაბირებას არა ერთი ევროპული გრანდი ლამობს.
განვლილი დღეების განმავლობაში, ზიდანის ირგვლივ დიდი აქტიურობით გამოირჩეოდა „მანჩესტერ იუნაიტედი.“ მიუხედავად იმისა, რომ „წითელ ეშმაკუნებში“ ზიზუსთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელები გამოდიან, მან მაინც არ ისურვა ინგლისში გადაბარგება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაცით, ამჯერად, ჩ/ლიგის ლიგის მიჯრით 3-ჯერ მომგები მწვრთნელის სერვისით, „პსჟ“ არის დაინტერესებული. „ლურჯები“ უკმაყოფილონი არიან მაურისიო პოჩეტინოს გარჯით და შემადგენლობის სათავეში ისეთი ბუმბერაზი ფიგურის ხილვა სურთ, როგორიც ზიდანია. შეიხის სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც მყარ უარზეა ლეგენდარული ფეხბურთელი.
როგორც ამბობენ, მისტერ ზედიზედ ზიდანი ყატარის ჩემპიონატის დასრულებასა და „მამლებში“ დაძახებას ელოდება.
El Mundo Deportivo
- 19 ნოემბერი 2021
- 747
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.