„რეალის“ ფეხბურთელს ქალზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გამომძიებელმა ჟურნალისტმა საფეხბურთო სამყაროს სკნადალური და შოკისმომგვრელი ინფორმაციის შესახებ აუწყა.
როგორც იცით, „რეალის“ განაპირა მცველმა ფერლან მენდიმ, სოციალური ქსელის მეშვეობით მწუხარება გამოთქვა იმის შესახებ, რომ სხვადასხვა გამოცემები, ბენჟამინ მენდის ამბის გაშუქების დროს, რომელიც 4 ქალის გაუპატიურებაშია ბრალდებული, შეცდომით მის სურათს იყენებდნენ. „თვითერში“ გაკეთებული განცხადებას ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ფეხბურთელს დაუკომენტარა რომაინ მოლინამ: „დიახ, აბსოლუტურად გეთანხმები, ნამდვილად შეურაცმხოფელია.“
„ფერლანდი ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში იმყოფებოდა 2 ქალთან ერთად. მან ჯერ პენისის დემონსტრირება მოახდინა, ხოლო შემდეგ ფიზიკური თავდასხმა განახორციელა. ყელში წვდა ერთ-ერთ მათგანს, მუშტი დაარტყა და შემდეგ სახით დააგდო იატაკზე. ის ცნობილი ალკოჰოლიკია. მენდის მაშინდელმა კლუბმა „ლიონმა“ აღნიშნული დანაშაული დამალა, ვინაიდან გახმაურების შემთხვევაში, მოთამაშეს ტრანსფერი მადრიდის „რეალში“ არ შედგებოდა. მას დაახლოებით 3 წელია, რაც ოჯახთან გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა.“ - დაამატა ფრანგმა ჟურნალისტმა.
- 19 ნოემბერი 2021
- 1 494
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.