„რეალმა“ „ბაიერნისგან“ საფრთხე იგრძნო
გერმანული გამოცემების ცნობით, მიუნხენის „ბაიერნის“ წარმომადგენლობა ანტონიო რუდიგერს დაუკავშირდა და მომავალთნ დაკავშირებით კითხვები დაუსვა...
ფეხბურთელი რამდენიმე თვეში თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს, რაც მის მიმართ ინტერესს ზრდის. „რეკორდმაისტერი“ შეთანხმების მღწევას იანვარში აპირებს და ეს „რეალმაც“ კარგად იცის. ფლორენტინო პერესმა საფრთხე იგრძნო და სპეციალურ ჯგუფს ქმნის, რომელიც გერმანელი მცველის მადრიდში ტრანსფერზე იმუშავებს.
„მარკას“ ცნობით კი, „რეალს“ სპეციალური წინადადება უკვე მომზადებული აქვს, რომელშიც რუდიგერის ხელფასი და სხვა პირობები მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული.
როგორც სჩანს, გერმანელ უკანახაზელზე საკმაოდ დიდი ნადირობა გამოცხადდება და „რეალს“ სერიოზულად ბრძოლაში მოუწევს შესვლა.
- 19 ნოემბერი 2021
- 703
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.