„რეალს“ და „ბარსას“ „პსჟ“ დიდ პრობლემას შეუქმნის
ესპანური გამოცემების ცნობით, კარიმ ადეიემისთვის ბრძოლაში „პსჟ“-ც სერიოზულად ერთვება. ფრანგული კლუბი „რეალს“ და „ბარსელონას“ დიდ პრობლემებს შეუქმნის...
ლაპორტა ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ 40 მილიონის გადახდას აპირებს და მზად არის, ადეიემი „ბლაუგრანას“ ახალ პროექტში მიიღოს, რომელსაც ჩავი ერნანდესი უხელმძღვანელებს.
თავის მხრივ, აქტიურობს ფლორენტინო პერესიც, რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით იგივე თანხის გადახდას გეგმავს.
ახლა კი ასპარეზზე „პსჟ“-ც გამოვიდა, რომელსაც ესპანურ გრანდებზე გაცილებით დიდი ფინანსური რესურსი აქვს და კარიმის დაყოლიებას შეეცდება.
ალ ჰელაიფი მოლაპარაკებების დაწყებას იანვარში აპირებს, რათა ყველას დაასწროს და ნიჭირი ფორვარდი პარიზულ გუნდში ჩარიცხოს.
- 19 ნოემბერი 2021
- 658
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.