ლუნინი „რეალის“ ხელმძღვანელობას შეხვდება
ესპანური გამოცემების ცნობით, ანდრეი ლუნინი დეკემბრის მეორე ნახევარში მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას შეხვდება...
უკრაინელ კიპერს მადრიდიდან აბარგება სურს, ვინაიდან თვლის, რომ მუდმივად სათადარიგოთა სკამზე ჯდომით საუკეთესო შედეგს ვერ მიაღწევს.
ანდრეის „რეალთან“ მრავალწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, ამიტომ საგანგაშო არაფერია. ფეხბურთელს 6 ან 18 თვიანი იჯარით წასვლა სურს ისეთ გუნდში, სადაც ძირითადი მეკარე იქნება, მას არაერთი ესპანური და ასევე იტალიური გუნდიდან აქვს შემოთავაზებები.
მთავარი შეხვედრა სავარაუდოდ გადამწყვეტ ხასიათს მიიღებს, სადაც მხარეები პოზიციებს გაცვლიან და სამოქმედო გეგმავს ჩამოაყალიბებენ.
- 19 ნოემბერი 2021
- 417
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.