დავიდე ბეტონი:„მთავარ მწვრთნელობას ვაპირებ“
დავიდე ბეტონი, რომელიც წლების მანძილზე ზინედინ ზიდანის ასისტენტი და მარჯვენა ხელი იყო, მთავარ მწვრთნელობას აპირებს...
„გამოცდილება, რომელიც მადრიდის „რეალში“ მივიღე ფასდაუდებელია. ვფიქრობ, მზად ვარ, მთავარი მწვრთნელის რანგში ვიმუშავო.“
„ამ შესაძლებლობაზე უარის თქმას არ ვაპირებ და ვნახოთ, როგორ განვითარდება ჩემი კარიერა.“
„იმისთვის, რომ „რეალის“ მწვრთნელი იყო, განსხვავებული ქარიზმა, მიზანმიმართულობა, გამარჯვებულის მენტალიტეტი, ძლიერი პიროვნული მახასიათებლები და გამბედაობა გჭირდება. ეს ყველაფერი ზიზუს ჰქონდა, მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე.“
„კარიმ ბენზემასთან ბევრი მაქვს ნამუშევარი და ვთვლი, რომ რონალდუს წასვლის შემდეგ ის „რეალის“ ფუნდემანტური ფეხბურთელი გახდა. „9“-იანის პროგრესში გარკვეული წვლილი შევიტანე, რაც ძალიან მაბედნიერებს.“
„მხიარულების კონცეფცია, უშუალოობა და მეტი ბედნიერება ვარჯიშებზე წარმატების საწინდარია, ეს ყველაფერიც ზიდანმა მასწავლა, რომელთანაც ყველა ფეხბურთელს სიამოვნებდა ურთიერთობა.“
- 19 ნოემბერი 2021
- 528
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.