„რეალს“ გასვლით მატჩებშიც ეყოლება ქომაგები
დროთა განმავლობაში, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნისა და ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს.
როგორც იცით, ესპანეთის მასშტაბით, სტადიონებზე უკვე დაუშვეს გულშემატკივრები, რომლებიც საკმაოდ მოწყურებულნი იყვნენ, საყვარელი სპორტისთვის ტრიბუნიდან ედევნებინათ თვალ-ყური. პრიმერა დივიზიონის მე-14 ტურიდან კი, კლუბებს საშუალება ეძლევათ, გასვლით შეხვედრებშიც გაიყოლონ ქომაგების ჯგუფი.
შესაბამისად, მადრიდისტებს შანსი ეძლევათ, ტელევიზორების ნაცვლად, კვირას, „ლოს კარმენესზე“ უგულშემატკივრონ საყვარელ ფეხბურთელებს. ამისათვის, წინასწარ უნდა მიმართონ „რეალის“ მხარდამჭერთა კლუბის დეპარტამენტს. გავრცელებული ინფორმაციით, გრანადაში წამსვლელთა რაოდენაბ მწირი იქნება, ვინაიდან მასპინძლებმა ერთ ბილეთს 120 ევროდ ყიდიან.
„თეთრები“ მომდევნო დაპირისპირებას „სანტიაგო ბერნაბეუს“ გარეთ, 4 დეკემბერს, სან სებასტიანში ჩაატარებენ. „ანოეტაზე“ ბილეთი 55 ევრო ეღირება.
AS
- 19 ნოემბერი 2021
- 375
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.