ცნობილია 3 ფეხბურთელი, რომელიც „რეალიდან“ შესაძლოა იანვარში წავიდეს

ესპანური გამოცემები ასახელებენ 3 ფეხბურთელს, რომლებმაც შესაძლოა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სამეფო კლუბის რიგები დატოვონ. მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება ალბათ რთულად წარმოსადგენია, თუმცა თუ ფლორენტინო პერესი საინტერესო წინადადებებს მიიღებს, შეთანხმება რეალურია...

სიის სათავეში გარეთ ბეილი გახლავთ, რომელსაც კლუბში ასტრონომიული ხელფასი აქვს 17 მილიონი ევროს სახით და ამ მხრივ „ბლანკოსის“ ბიუჯეტი სერიოზულ ზარალს განიცდის.

ის, რომ ბეილი იანვარში არ გაიყიდება ფაქტია, თუმცა არსებობს იჯარის ვარიანტი. ნებისმიერი კლუბი, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს, მომდევნო 6 თვის განმავლობაში უელსელი იჯარით აიყვანოს და მისი ხელფასის 50% დაფაროს, ფლორენტინო პერესისგან მიიღებს თანხმობას.

გარდა ბეილისა, საკმაოდ ბევრი იწერება ლუკა იოვიჩის წასვლაზე, რომელსაც არაერთ კლუბს უკავშირებენ. ყველაზე მეტი შანსი იტალიურ კლუბებს აქვთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს პორტუგალიელებიც.

მესამე ფეხბურთელი კი დანი სებალიოსია, რომელიც კარიერას ძალიან მაღალი ალბათობით „ბეტისში“ განაგრძობს. სევილიური მხარე მზად არის, სება 6 თვიანი იჯარით აიყვანოს, თუმცა 2022 წლის ზაფხულში მის გამოსყიდვასაც გეგმავს.

როგორც ხედავთ, ანჩელოტის კოლექტივში შესაძლოა ადგილები გათავისუფლდეს, რაც პრეზიდენტს მეტი აქტივობის საშუალებას მისცემს.

  • Hala
  • 19 ნოემბერი 2021
  • 1 743
  • 1

1

19 ნოემბერი 2021 10:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 307
გუნდში წმენდაა ჩასატარებელი. ზაფხულშიც ბევრი წავა. ბევრი იწერება ამ საკითხებზე

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)