„მანჩესტერისთვის“ პოგბას საკითხი დახურულია
მანჩესტერ „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას პოლ პოგბასთან დაკავშირებით ყველა იმედი გადაწურული აქვს. ბრიტანული გამოცემების ცნობით, „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობა ფრანგ ნახევარმცველს ახალ კონტრაქტს აღარ შესთავაზებს...
ინგლისში უკვე კარგად იციან, რომ პოლი „ოლდ ტრაფორდზე“ არ დარჩება. მეტიც, ფრანგ ფეხბურთელს პრემიერლიგაში თამაში აღარ სურს და ახალ გამოწვევას ელის.
„მარკას“ ინფორმაციით, პოგბა „რეალთან“ ახლა იმდენად ახლოს არის, როგორც არასდროს, თუმცა მადრიდში მაინც ეშინიათ იმ ასტრონომიული შეთავაზების, რომელსაც „პსჟ“ ფეხბურთელისთვის ამზადებს.
მანჩესტერული მხარისთვის პოგბას საკითხი დახურულია, ჯერი კი ფლორენტინო პერესზეა, რომელმაც ურთულესი ბრძოლა უნდა მოიგოს და ფრანგი სუპერ ვარსკვლავი „რეალის“ რიგებში ჩარიცხოს.
კულუარული ინფორმაციით, მაისის დასაწყისში პოგბა გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციას გამართავს და იქვე დაასახელებს კლუბს, სადაც ძალებს მოსინჯავს.
- 18 ნოემბერი 2021
- 548
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.