უესლი ფოფანა „რეალის“ მესამე არჩევანია
უესლი ფოფანას მიმართ მადრიდის „რეალის“ ინტერესის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შევიტყვეთ, მაგრამ როგორ სჩანს, ფლორენტინო პერესი მას სატრანსფერო პრიორიტეტად არ მიიჩნევს...
„ლესტერ სიტის“ უკანახაზელის სამსახურით „ბლანკოსი“ მართლაც ინტერესდება, თუმცა ის მესამე არჩევანია ანტონიო რუდიგერისა და სხვა რომელიმე მაღალი კლასის ცენტრალური მცველის შემდეგ.
მადრიდში მიაჩნიათ, რომ ფოფანას პროგრესი აშკარა და თვალნათლივია, თუმცა მასთან 2022 წლის ზაფხულში საუბარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ სხვებთან მოლაპარაკებები წარმატებით ვერ დასრულდება.
ფლორენტინო პერესის გარდა ფრანგ მოთამაშეზე პრეტენზიას „ჩელსიც“ აცხადებს. არისტოკრატები უესლის ანტონიო რუდიგერის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებენ.
20 წლის ფეხბურთელის ფასი ამ ეტაპზე დაახლოებით 35 მილიონი ევროა, მისი კონტრაქტი კი „ლესტერთან“ 2025 წლის 30 ივნისს სრულდება.
- 18 ნოემბერი 2021
- 473
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.