დავიდემ მამას ედენ აზარის გამოყენება სთხოვა
ესპანური გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტის შვილი, დავიდე ანჩელოტი ედენ აზარის ბოლოდროინდელი გარჯით კმაყოფილია და მამას მოუწოდებს „გრანადასთან“ დაპირისპირებაში ბელგიელი სასტარტო შემადგენლობაში დააყენოს...
ბელგიის ნაკრებიდან დროზე ადრე დაბრუნებულმა „7“-იანმა დავიდე სასიამოვნოდ გააოცა. აზარი ძალ-ღონეს არ იშურებს იმისათვის, რომ სათამაშო წუთები გაცილებით მეტჯერ მიიღოს.
მოგეხსენებათ, კარლო დავიდეს რჩევებს ხშირად ითვალისწინებს, ვინაიდან „პატარა ანჩელოტის“ როლი გუნდში და ფეხბურთელებთან ურთიერთობაში ძალიან დიდია.
არ არის გამორიცხული, „ლორ კარმენესზე“ სამეფო კლუბის წინა ხაზის ტრიო აზარმა, ვინიმ და ბენზემამ დააკომპლექტონ.
- 18 ნოემბერი 2021
- 493
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.