ჰალანდის არჩევანი - ფული თუ პროექტი?

ერლინგ ჰალანდი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე. მიუხედავად იმისა, რომ „რეალის“ პრიორიტეტად კილიან მბაპეს გამადრიდელება ითვლება, დონ პერესი ცალი თვალით ნორვეგიელი გოლეადორისკენაც იხედება.

ცმობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ, რომელიც ექსკლუზიური ინფორმაციებით არის ცნობილი საფეხბურთო სამყაროში, ახალგაზრდა თავდამსხმელის ირგვლივ არსებული სიტუაცია მიმოიხილა: „ცნობილია, რომ ტრანსფერის ღირებულება 80 მლნ. ევროს ფარგლებში მერყეობს, თუმცა რეალურად მეტის გადახდა მოუწევს მსურველს. აღნიშნულ თანხაში არ იგულისხმება მინო რაიოლასა და ფეხბურთელის მამისთვის გადასახდელი საკომისიო. დორტმუნდელები მაქსიმალურად შეეცდებიან მის შენარჩუნებასა და ახალი კონტრაქტის დადებას, თუმცა ძალიან გაუჭირდებათ.“

„ყოველთვის მესმის გარკვეული გამოხმაურებები „რეალის,“ „ბარსელონას,“ „ბაიერნისა“ და „ლივერპულის“ მხრიდან. ბუნებრივია, ეს არავის უკვირს, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეზე ვსაუბრობთ. ჯერ მხოლოდ ოქტომბერია, ფეხბურთელი გაზაფხულის მიწურულს მიიღებს გადაწყვეტილებას. რაც მთავარია მისთვის პრიორიტეტი მხოლოდ ფული არ იქნება, არამედ პროექტი, რასაც გრანდები შეთავაზებენ.“

„როდესაც ის სამშობლოში გამოდიოდა, „იუვენტუსისგან“ ჰქონდა წინადადება, მაგრამ „ზალცბურგი“ აირჩია, ვინაიდან ფიქრობდა, რომ აღნიშნული კლუბი საუკეთესო ადგილი იქნებოდა მისთვის. ანალოგიურად მოიქცა ახლო წარსულშიც, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ მსუყე შეთავაზებას, „ბორუსია“ ამჯობინა.“

BD

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (293)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)