შეიცვლის თუ არა „სანტიაგო ბერნაბეუ“ სახელწოდებას?
როგორც იცით, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2022 წლის მიწურულს უნდა დასრულდეს.
ამ მომენტისათვის, არა ერთი მსოფლიო მასშტაბის კომპანიაა დაინტერესებული, რომ ასტრონომიული თანხის სანაცვლოდ, „რეალის“ საშინაო არენას სარეკლამო მიზნებისათვის სახელწოდება შეუცვალოს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კლუბის პრეზიდენტს საკმაოდ მკაფიო და პრინციპული პოზიცია აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, პერესი არანაირი თანხის სანაცვლოდ არ აპირებს ამის გაკეთებას. მადრიდის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობას, რომელიც სრულად განახლების შემდეგ კიდევ უფრო მეტ ელფერს შეიძენს, ყოველთვის დაამშვენებს „ბლანკოსის“ ლეგენდარული პრეზიდენტის, სახელი და გვარი.
OK DIARIO
- 18 ნოემბერი 2021
- 1 259
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.