„რეალი“ Vs „პსჟ“ - გრანდები 4 ფეხბურთელისთვის იბრძოლებენ
მომდევნო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა მეტად დაძაბული და საინტერერესო იქნება.
Le 10 Sport-ის ინფორმაციით, სეზონის ყველაზე ცხელ დღეებში, სამეფო კლუბი და პარიზული გრანდი კიდევ უფრო მოუმატებენ ტემპერატურას, ვინაიდან, არც მეტი არც ნაკლები, 4 ფეხბურთელისათვის აპირებენ ბრძოლის გაჩაღებას.
პირველი და ალბათ, ყველაზე მთავარი პაექრობა, კილიან მბაპეს ირგვლივ გაიმართება. ფეხბურთელი უარს აცხადებს ფრანგებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და შესაბამისად, 30 ივნისი შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსი მიენიჭება, რაც „რეალს“ საშუალებას მისცემს, უანაგროდ გაიფორმოს ახალგაზრდა შემტევი. ცხადია, ადგილობრივები ბოლო წუთამდე შეეცდებიან მისთვის აზრის შეცვლას.
ევროპული გრანდების მეორე შერკინება ერლინგ ჰალანდთან დაკავშირებით შედგება. „პსჟ“-ს ხელმძღვანელობა ნორვეგიელ გოლეადორს მბაპეს შემცვლელად განიხილავს. მას დიდი სიმპათიით უყურებენ მადრიდშიც, სადაც ასევე ძალუძთ „ბორუსიასთავის“ 75 მლნ. ევროს გადახდა. სწორედ ამდენი იქნება მისი გამოსასყიდი თანხა 2022 წელს.
პარალელურად, „თეთრები“ და „ლურჯები“ კიდევ ორი ფეხბურთელისთვის გაუწევენ ერთმანეთს კონკურენციას. საუბარია ანტონიო რუდიგერსა და პოლ პოგბაზე, რომლებსაც, შესაბამისად, „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედთან,“ რამდენიმე თვეში ეწურებათ მოქმედი ხელშეკრულების ვადა და მბაპეს მსგავსად, მათი სატრანსფერი ღირებულების გრაფაშიც 0 ეწერება.
DC
- 18 ნოემბერი 2021
- 813
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.