ზიდანის შემდეგ - ვის დაბრუნებას გეგმავდნენ „რეალში?“

როგორც იცით, განვლილი სეზონის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის რიგები ზინედინ ზიდანმა დატოვა.

„რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკანტური იყო. კარლო ანჩელოტის დანიშვნამდე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ არა ერთ კანდიდატურას განიხილავდნენ. Bernabeu Digital-ის ინფორმაციით, „ბლანკოსი“ სერიოზულად ფიქრობდა სანტიაგო სოლარის დაბრუნებაზე, თუმცა საბოლოოდ მაინც იტალიელზე შეჩერდა არჩევანი.

არგენტინელი დამრიგებელი ერთხელ უკვე მუშაობდა „თეთრების“ დამრიგებლად. ის გუნდის სათავეში 2018 წელს დაინიშნა, როდესაც დაკავებული თანამდებობიდან ხუან ლოპეტეგი გადააყენეს. სანტიაგომ საკმაოდ ხმაურიანად დაიწყო მოღვაწეობა, მოიპოვა რა მიჯრით 4 გამარჯვება, რასაც ვერ ვიტყვით მის ბოლო შეხვედრებზე, მარცხი „აიაქსთან“ საკუთარ მოედანზე (3-4) და სამარცხვინო წაგება „ბარსელონასთან“ „კოპაზე“ (0-4). ის ჯამში 28-ჯერ გაუძღვა მადრიდისტებს მოედანზე.

აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისათვის სოლარი მექსიკურ „ამერიკაში“ მუშაობს და მეტად წარმატებითაც. მისი დარიგებულები კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგს აფიქსირებენ. შესაძლოა, ამ გვარის გაჟღერება „რეალის“ ოფისებში, სწორედ ჩრდილო ამერიკაში დაფიქსირებულმა შედეგმა განაპირობა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)