ანჩელოტიმ გადაწყვიტა - „რეალი“ ფეხბურთელს უშვებს!
კარლო ანჩელოტი მადრიდის „რეალში“ გარეთ ბეილის ლობირებას აღარ აპირებს. იტალიელი სპეციალისტი უელსის ბოლოდროინდელი ქმედებებით საშინლად აღშფოთებულია და მიიჩნევს, რომ გარეთისა და „ბლანკოსის“ ურთიერთობა უნდა დასრულდეს...
კარლო საკუთარ შეგირდს უელსის ნაკრებში თამაშს და ტრავმის მიღებას ვერ პატიობს.
დიახ, დაზიანებისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ ბეილი ინფორმირებული იყო რისკებთან დაკავშირებით და მოედანზე დასაშვებზე ბევრად მეტი დრო დაჰყო.
ანჩელოტიმ უკვე გადაწყვიტა, რომ ის გარეთს მხარს აღარ დაუჭერს და სეზონის ბოლოს მხარეები ერთმანეთს დაემშვიდობებიან.
- 18 ნოემბერი 2021
- 684
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.