წარმოუდგენელი კარიმ ბენზემა
„რეალის“ თავდამსხმელი დიდებულ სეზონს ატარებს.
ბენზემამ სანაკრებო ბატალიებზე 3 გოლით გამოიჩინა თავი. კაპიტანმა 2 გოლი ამხანაგურ შეხვედრაში ყაზახეთს გაუტანა, ხოლო 1 გოლი შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში ფინეთს. ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების შემდეგ, კარიმი უკვე 9 შედეგიან დარტყმას მოითვლის (13 დაპირისპირებაში), რაც საუკეთესო მაჩვენებელია დიდიე დეშამის კოლექტივში.
მიმდინარე სეზონის მოცემულ ეტაპზე, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე, „ცხრიანს“ 19 გოლი და 9 ასისტი დაუგროვდა (22 მატჩშა და 1798 წუთში). საშუალოდ ის ყოველ 95 წუთში ახერხებს მეტოქის კარის დალაშქვრას, ხოლო ყოველ 64 წუთში საგოლე ეპიზოდში მონაწილეობის მიღებას. თუ გადავხედავს ბოლო წლებს, აღნიშნული ციფრები ფორვარდისთვის უბადლოა: 2018-19 წ.წ. სეზონში, საშუალოდ, გოლი ყოველ 143 წუთში და ყოველ 105 წუთში საგოლე ეპიზოდში მონაწილეობა, 2019/2020 წ.წ. სეზონში, საშუალოდ, გოლი ყოველ 147 წუთში და ყოველ 105 წუთში საგოლე ეპიზოდში მონაწილეობა, ხოლო 2020/2021 წ.წ. სეზონში, საშუალოდ, გოლი ყოველ 128 წუთში და ყოველ 99 წუთში საგოლე ეპიზოდში მონაწილეობა.
თუ ფრანგის კარიერას გადავავლევთ თვალს, ამ თვალსაზრისით, ყველაზე საუკეთესოა 2015/16 წლების სეზონი - საშუალოდ, გოლი ყოველ 99 წუთში და ყოველ 71 წუთში საგოლე ეპიზოდში მონაწილეობა.
ბენზემა მოწადინებულია, რომ კიდევ უფრო კარგი ციფრები დააფიქსიროს. ის „რეალის“ მთავარი ლიდერია, რომელმაც გუნდს მორიგი ტიტულები უნდა ჩააწერინოს აქტივში.
AS
- 18 ნოემბერი 2021
- 532
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.