მესამე ვარჯიში „გრანადასთან“ მატჩამდე
სამეფო კლუბის ფეხბურთელები აქტიურ რეჟიმში ემზადებიან პრიმერა დივიზიონის მომდევნო ტურის დაპირისპირებისათვის.
ანჩელოტის შეგირდებმა განვლილი სავარჯიშო სესია სატრენაჟორო დარბაზში დაიწყეს, ხოლო შემდეგ მოედანზე გადაინაცვლეს და როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე სხვადასხვა დავალებები შეასრულეს.
ფედე ვალვერდე კვლავ ძირითადი ჯგუფისაგან განცალკევებით გაისარჯა, ხოლო ბეილი და სებალიოსი სარეაბილიტაციო პროგრამით იყვნენ დაკავებულნი.
მილიტაო და მარსელო თანაგუნდელებს პარასკევს შეუერთდებიან. პირველი შემადგენლობის დანარჩენმა მოთამაშეებმა სრული დატვირთვით ივარჯიშეს.
- 18 ნოემბერი 2021
- 285
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.