ოდრიოსოლა თანაგუნდელზე: „მისი დიდი გულშემატკივარი ვარ“

ალვარო ოდრიოსოლასთან, რომელიც იჯარის წესით „ფიორენტინაში“ გამოდის, გამოცემა AS-მა ჩაწერა ინტერვიუ.

- „რეალიდან“ წასვლამდე რაზე ისაუბრეთ შენ და ანჩელოტიმ?
- პრე-სეზონის მნიშვნელოვანი ეტაპი კორონავირუსის გამო გამოვტოვე. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1 კვირის ადრე ჩემსა და მწვრთნელს შედგა კომუნიკაცია შორის. მან მითხრა, რომ ჩემს საფეხბურთო დონესა და პროფესიონალიზმს მაღალ შეფასებას აძლევდა, შესაბამისად, შემეძლო კლუბში დარჩენა და ამაში ვერანაირ პრობლემას ხედავდა, თუმცა წასვლის შესახებ გადაწყვეტილება თავად მივიღე. ვარჩიე, რომ ჩემთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა სხვა ადგილმდებარეობის მოძიება და სისტემატური სათამაშო წუთების მიღება, რაც განვითარების საშუალებას მომცემდა, შემდეგ კი კვლავ მადრიდში დაბრუნება. იტალიელს დიდ პატივს ვცემ, როგორც დამრიგებელს, ასევე როგორც პიროვნებას.

- გენატრება „რეალი?“
- რა თქმა უნდა. იქ თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. როდესაც იჯარით სხვა კლუბში ასპარეზობ, ამ მომენტში უფრო აანალიზებ, თუ რას ნიშნავს „ბლანკოსი.“

- ხშირად ეკონტაქტებით კოლეგებს?
- ცხადია, მათთან აქტიური ურთიერთობა მაქვს. საფეხბურთო სამყაროში თანაგუნდელები სამომავლოდ მეგობრები ხდებიან. მაგალითისათვის, წინა კვირას ბრაჰიმს შევხვდი, რომელიც მილანში ცხოვრობს. მოუთმენლად ველოდები მასთან დაპირისპირებას მოედანზე.

- რონალდუსთან ერთად არ მოგიწია თამაში...
- დიახ, 2018 წელს, პორტუგალიელმა ჩემს გადასვლამდე დატოვა გუნდი, რამაც გული დამწყვიტა. ჩემთვის კრიშტიანუ ყოველთვის ასოცირდებოდა ყოველდღიურ დაუღალავ შრომასთან. „ვალდებებასზე“ გამოკითხვის ჩატარების შემთხვევაში, გიპასუხებენ, რომ ყოფილი „შვიდიანი“ ყველაზე პროფესიონალი სპორტსმენია, ვინც კი ოდესმე უნახავთ. მისგან ახალგაზრდებმა მაგალითი უნდა აიღონ. მისი დანაკლისი თვალშისაცემი იქნება, ვინაიდან ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელსაც სეზონში 50-ზევეტყვი ვინი მეტი გოლი გაჰქონდა.

- როგორ აფასებთ ბენზემასა და ვინისიუსს შორიდან?
- არ დაგიმალავთ, ყოველთვის ბენზემისტა ვიყავი. ახლა მის კარიერაში საუკეთესო პერიოდია. როდესაც გვერდით კრიშტიანუს კალიბრის მოთამაშე გყავს, ბუნებრივია, მთელი აქცენტი მასზე არის გადატანილი, თუმცა მიუხედავად ამისა, კარიმი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იმყოფებოდა. რომ არა ფრანგი, მადეირელის სტატისტიკაც შედარებით მწირი იქნებოდა. რონალდუს გამგზავრების შემდეგ კი, „ცხრიანმა“ ლიდერობა აიღო საკუთარ თავზე და წინ მიუძღვება გუნდს.

- აქვს ბენზემას „ოქროს ბურთის“ მოგების შანსი?
- ჩემი აზრით, ფრანგი აღნიშნულ ჯილდოს იმსახურებს, არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ განვლილი სეზონების გამოც. კარიმი დიდებულ ფეხბურთს გვთავაზობს. ჩემი ხმა მას.

- რას გვეტყვი ვინისიუსზე?
- ბრაზილიელი ფენომენალურთელია, რომელსაც დიდი შესაძლებლობები აქვს. მას მხოლოდ მოთმინება და სათამაშო დრო სჭირდება.

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)