17 ნოემბერი - ვისენტე დელ ბოსკეს აღზევება
1997 წლის 17 ნოემბერი სასიამოვნო თარიღია მადრიდისტებისათვის.
სწორედ აღნიშნულ დღეს, პრეზიდენტმა ლორენცო სანსმა სახლში გაუშვა ჯონ ტოშაკი, რომელმაც 9 თვის განმავლობაში უშედეგოდ იმოღვაწა კლუბში, და მთავარი მწვრთნელის პოსტი ვისენტე დელ ბოსკეს ჩააბარა. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს დამრიგებლად მუშაობის დიდი გამოცდილება არ ჰქონდა, გასახდელში მალევე მოიყვანა წესრიგი და შედეგმაც არ დააყოვნა, 7 თვის შემდეგ, „ბლანკოსმა“ ჩემპიონთა ლიგა მე-8-დ მოიგო, გაანადგურა რა ფინალურ დაპირისპირებაში „ვალენსია“ (3-0).
აქედან მოყოლებული, „ულვაშას“ მადრიდული კარიერა ტიტულების მოგებსა და პრესტიჟთან იყო დაკავშირებული. მას საოცარი ნიჭი ჰქონდა ისეთ ფეხბურთელებთან მუშაობის, როგორებიც ზიდანი, ფიგუ და სხვა ლეგენდები იყვნენ. დიდებული ატმოსფეროს წყალობით, მომდევნო სეზონებში „თეთრებმა“ 2-ჯერ პრიმერა მოიგეს, ხოლო თითო-თითოჯერ ჩ/ლიგა, საკლუბო მუნდია, ევროპის და ესპანეთის სუპერ თასები.
დელ ბოსკეს 2003 წლის ზაფხულში კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს და შესაბამისად, მშობლიური გუნდის დატოვება მოუხდა. ის „რეალის“ ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან მესაჭეებს შორის მე-4 პოზიციას იკავებს (მის წინ არიან მიგელ მუნიოსი - 14, ზინედინ ზიდანი - 11, ლუის მოლოუნი - 8).
წლების შემდეგ ვისენტემ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში დაიდო ბინა. მისი თაოსნობით, „ფურია როხამ“ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო.
მადრიდისტებს ყოველთვის ემახსოვრებათ დიადი დამრიგებელი!
- 18 ნოემბერი 2021
- 388
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.