„რეალი“ „აიაქსის“ მცველით დაინტერესდა
სამეფო კლუბის დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას გეგმავს.
ESPN-ის ინფორმაციით, „რეალის“ სიმპათიები მაროკოელმა უკანახაზელმა დაიმსახურა, რომელიც 8 წლის ასაკიდან იცავს „აიაქსის“ ღირებას. ნუსაირ მაზრაუი საკმაოდ წარმატებულ სეზონს ატარებს ამსტერდამული კლუბის რიგებში. 16 ჩატარებული შეხვედრის თავზე, ის 4 გოლსა და 3 გადაცემას მოითვლის.
აღსანიშნავია, რომ 24 წლის მოთამაშეს 2022 წლის ზაფხულში ეწურება მოქმედი კონტრაქტი გუნდთან და 30 ივნისის შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსს მოირგებს. მაზრაუის უანაგროდ გადაბირების სურვილს, ევროპის არა ერთი კლუბი გამოთქვამს, მათ შორის არიან: „ბაიერნი,“ „იუვენტუსი,“ „მილანი,“ „ნაპოლი,“ „ლიდსი“ და „არსენალი.“
AS
- 18 ნოემბერი 2021
- 603
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.