„რეალმა“ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო!
სეზონის სტარტიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ ნათელია, რომ „რეალმა“ განვლილ ზაფხულს სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.
როგორც იცით, წინა სატრანსფერო ფანჯარაზე, სამეფო კლუბი ისეთ ფეხბურთელებს შეელია, როგორებიც არიან: სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანი და მარტინ ოდეგარი. შემადგენლობის კაპიტანმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვე დედაქალაქი, ხოლო დანარჩენი ორის გასხვისებით, „ბლანკოსის“ ბიუჯეტი 75 მილიონით შეივსო. ამასთანავე, სახელფასო ანაზღაურების გაცემის ნაწილში, დონ ფლორენტიომ დაახლოებით 44 მილიონი დაზოგა.
ბუნებრივია, განსაკუთრებით ლეგენდების გადაბარგებით, დიდი ტკივილი განიცადეს გულშემატკივრებმა, თუმცა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ოფიციალურ მადრიდს ვერავინ გაამტყუნებს.
სერხიო რამოსი („პსჟ“)
ანდალუსიელ ცენტრალურ მცველს ჯერ კიდევ არ ჰქონია დებიუტი პარიზულ გრანდში. შარშან, მუხლზე მიღებული დაზიანების მოშუშების შემდეგ, ის კუნთთან დაკავშირებულ პრობლემებს უმკლავდება. Le Parisien-ს ინფორმაციით, სერხიო უკვე ახლოს არის მოედანზე დაბრუნებასთან.
რაფაელ ვარანი („მანჩესტერ იუნაიტედი“)
მსოფლიოს ჩემპიონი არცთუ ისე წარმატებულ სეზონს ატარებს ინგლისში. ტრავმის გამო, რაფაელს 9 შეხვედრის გამოტოვება მოუხდა და მხოლოდ 8 შემთხვევაში მიიღო მონაწილეობა. ადგილობრივი პრესა განსაკუთრებით აკრიტიკებს „წითელი ეშმაკების“ უკანა ხაზს. გუნდმა ჩატარებულ 17 პაექრობაში 25 გოლი მიიღო საკუთარ კარში.'
მარტინ ოდეგარი („არსენალი“)
22 წლის ნახევარმცველის ლონდონური კარიერი უფერულად დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიელს ხშირად ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება, ის არაფრით გამოირჩევა მწვანე მინდორზე. „მეთოფეები“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მის გასხვისებაც კი ფიქრობენ.
AS
- 18 ნოემბერი 2021
- 851
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.