„რეალის“ რადარზე არგენტინელი ფორვარდი გამოჩნდა
სამეფო კლუბის სკაუტები თავდაუზოგავად მუშაობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ამჯერად, მადრიდული გრანდის რადარზე არგენტინელი ფორვარდი გამოჩდა, რომელიც მიმდინარე სეზონში „რივერ პლეიტის“ შემადგენლობაში ჩატარებულ 16 შეხვედრაში, 15 გოლსა და 6 გადაცემას მოითვლის. ხულიან ალვარესს აქტიურად იძახებენ ეროვნულ ნაკრებშიც. მან რამდენიმე დღის წინ, ბრაზილიის წინააღმდეგაც იასპარეზა (ანხელ დი მარია შეცვალა მეორე ტაიმში).
„ელ არანია“ ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია სამშობლოში. „რეალის“ პარალელურად, მას „იუვენტუსი,“ „მილანი“ და „ატლეტიკო“ აკვირდებიან აქტიურად. 2000 წელს დაბადებული თავდამსხმელის მონაცემები მართლაც შთამბეჭდავია.
აღსანიშნავია, რომ ალვარესს გარკვეული კავშირები აქვს „ბლანკოსთან.“ ის 2011 წელს, სინჯებზე იმყოფებოდა „ვალდებებასის“ ბაზაზე: „ჩვენ მისი წაყვანა გადავწყვიტეთ ესპანეთის დედაქალაქში, სადაც დაახლოებით 1 თვე გავატარეთ. ხულიანის ბურთაობის სანახავად სხვადასხვა ადამიანები მოდიოდნენ. საერთო ჯამში საკმაოდ დიდებულად წარმოაჩინა შესაძლებლობები, თუმცა იმ დროისთვის არსებული რეგულაციების გამო გვითხრეს, სანამ მოთამაშე 16 წლის არ გახდებოდა, მის დატოვებას ვერ მოახერხებდნენ“ - კლაუდიო გოგერინო (სპორტული დირექტორი).
MARCA
- 18 ნოემბერი 2021
- 604
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.