ანჩელოტიმ მანჩესტერ „იუნაიტედის“ ფეხბურთელი მოინდომა
დონი ვან დე ბეეკი „აიაქსის“ მსგავსად „მანჩესტერში“ ვერ ბრწყინავს. პრემიერლიგაში ნიდერლანდელი ფეხბურთელის არ სჯერათ და მის გასხვისებას აპირებენ...
არსებული ინფორმაციით, „რეალს“ დონი შესთავაზეს და კარლო ანჩელოტი ამ საკითხს საკმაოდ სერიოზულად მოეკიდა. არ არის გამორიცხული, ნიდერლანდელი ნახევარმცველი 6 თვიანი იჯარით „ბლანკოსის“ რიგებში ვიხილოთ, დანარჩენს კი მთავარი მწვრთნელი თავად გადაწყვეტს.
ანჩელოტის აზრით, 6 თვე სავსებით საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ფეხბურთელმა შთაბეჭდილების მოხდენა შეძლოს.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ფაქტია, რომ ვან დე ბეეკისა და „რეალის“ საგა კვლავ გრძელდება.
- 17 ნოემბერი 2021
- 627
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.