„ჩელსიმ“ რუდიგერთან აუდიენცია ჩანიშნა
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ლონდონის „ჩელსიმ“ ანტონიო რუდიგერთან აუდიენცია ჩანიშნა...
15 დეკემბრამდე მხარეები ერთმანეთს შეხვდებიან, სადაც რუდიგერი და მისი აგენტი „არისტოკრატების“ ბოლო შეთავაზებას მოისმენენ.
არაოფიციალური ინფორმაციით, საუბარია 5 წლიან კონტრაქტზე, სადაც უკანახაზელის ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუმცა კონკრეტული ციფრი არ სახელდება.
რუდიგერის მოთხოვნა ცნობილია, მას ხელფასის სახით 12 მილიონი სურს, მაგრამ არის თუ არა „ჩელსი“ მზად აღნიშნული თანხის გადასახდელად უცნობია.
„რეალი“ განვითარებულ მოვლენებს ინტენსიურად დააკვირდება. თუ რუდიგერი ლონდონელებს საბოლოოდ ეტყვის უარს, ფლორნტინო პერესი მოთამაშეს იანვარში დაუკავშირდება.
- 17 ნოემბერი 2021
- 340
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.