ფერლან მენდის ეფექტი

მას შემდეგ, რაც ფერლან მენდი სამეფო კლუბის შემადგენლობაში დაბრუნდა, გუნდის თავდაცვითი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მიმდინარე სეზონში პირველად, ფრანგი ფეხბურთელი „შახტართან“ მატჩში გამოჩნდა მწვანე მინდორზე. ის, ამ ეტაპისათვის, 6 თამაშს მოითვლის (5 სასტარტოში), საიდანაც 5 შემთხვევაში გამარჯვება „თეთრებს“ დარჩათ, ხოლო ერთხელ ყაიმი დაფიქსირდა ტაბლოზე. აღსანიშნავია, რომ განაპირა მცველის მოედანზე ყოფნის დროს, მადრიდელებმა მხოლოდ 4 გოლი (საშუალოდ 0.6) გაუშვეს. აქედან, ორი 97-ე (აგუეროსგან) და 87-ე (პერე მილასგან) წუთზე, როდესაც „რეალი“ 2 ბურთიანი სხვაობით ამარცხებდა მეტოქეს. სანამ ფერლანი ტრავმას მოიშუშებდა, „ბლანკოსმა“ მის გარეშე 10 დაპირისპირება ჩაატარა, რა დროსაც, მეტოქეებმა გუნდის კარი 12-ჯერ აიღეს (საშუალოდ 1.2 გოლი).

მენდი ესპანეთის დედაქალაქში მესამე სეზონს ატარებს. ის 2019 წლის გადაბარგდა მადრიდში 48 მილიონი ევროს სანაცვლოდ. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კი, შემადგენლობის საიმედო და სტაბილურ წევრად ჩამოყალიბდა. სადებიუტო სეზონში მისი სათამაშო დრო 2403 წუთს შეადგენდა, ხოლო განვლილში - 3260 წუთს. საერთო ჯამში, მარსელოს მემკვედრემ 76-ჯერ მოირგო „რეალის“ მაისური (52 მოგება, 14 ფრე, 10 წაგება).

როგორც ზიდანის, ასევე ანჩელოტის ფორმაციის სამეფო კლუბში, მენდის როლი საკმაოდ დიდია. იმედია, ფეხბურთელს ტრავმები აღარ შეუშლის ხელს და ასეთივე წარმატებით განაგრძობს ბურთაობას.

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)