პერესის გეგმა შეიხების წინააღმდეგ!
მადრიდში შეიხების წინააღმდეგ გეგმას ამუშავებენ.
„რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესი სახელმწიფოსაგან დაფინანსებული კლუბების დამარცხების გზებს ეძებენ. ვინაიდან, ეკონომიკური თვალსაზრისით მათთვის კონკურენციის გაწევა შეუძლებელია, კლუბმა უნდა მოახდინოს დიდებული ფეხბურთელების დარწმუნება, რომ მათ არჩევანი ისტორიასა და პრესტიჟზე შეაჩერონ და არა ისეთ ლოკაციებზე, სადაც მხოლოდ ფულია. მაგ: „პსჟ,“ „ჩელსი,“ „მან.სიტი,“ „ნიუკასლი“ და ა.შ.
სამეფო გუნდი ცდილობს შეკრას გალაქტიკური ტრიო, რომლის ერთ-ერთი წევრი, 4 წლის წინ გაიფორმა „ფლამენგოდან.“ მაშინ, „თეთრებმა“ 17 წლის მოთამაშეში 40 მლნ. ევრო გადაიხადეს და რომ არა მათი გამჭრიახობა, მომავალ ზაფხულს სულ მცირე 100 მილიონის გაღება მოუწევდათ.
სამეულის შენების პროცესში, მომდევნო მოთამაშე ვინც „სანტიაგო ბერნაბეუს“ კარი უნდა შეაღოს, კილიან მბაპეა. ფრანგმა შემტევმა უარი განაცხადა პარიზელებთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე და საკმაოდ მშვიდად, 2022 წლის სატრანსფერო ფანჯარაზე თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს, „რეალი“ კი სრულიად უფასოდ შეეძლება მის ესპანეთის დედაქალაქში ჩაყვანას.
რაც შეეხება მესამე წევრს, მისი სიტუაცია არცთუ ისე მარტივია. პირველ რიგში, ჰალანდს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს „ბორუსიასთან“ და მისი ტრანსფერის გამოსყიდვა ასტრონომიულ თანხებთან იქნება დაკავშირებული. ამასთანავე, ერლინგის შესაძლებლობაზე დაგეშლნი არიან პრემიერ ლიგის ზემოთ ხსენებული კლუბები, რომლებიც ნებისმიერი თანხის გადახდას შეეცდებიან მასში. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ნორვეგიელის საფეხბურთო ინტერესებს იცავს ცნობილი მინა რაიოლა. მადრიდელებს მუშაობის ცუდი გამოცდილება აქვთ ამ აგენტთან.
21 წლის გოლეადორთან დაკავშირებით, ერთადერთი ნათელი წერტილია მშობლების ფაქტორი. როგორც ცნობილია, მათ ძალიან უნდათ ჰალანდის ხილვა „ბლანკოსის“ მაისურით. ფეხბურთელის მამამ 1 წლის წინ ესპანეთის ქალაქ მარბელაში სახლიც იყიდა, სადაც დორტმუნდელი წინა თვეში სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა.
ერთი შეხედვით, შეიძლება ცოტა არარეალურად ჟღერდეს „რეალის“ საოცნებო ტრიოს იდეა, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ დონ ფლორენტინოსთვის შეუძლებელი არაფერია. ის ხომ ლეგენდარული გალაქტიკოს მთავარი შემოქმედია?!
- 17 ნოემბერი 2021
- 2 097
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.